вторник, 4 июля 2023 г.

ბოლო ზარი 2023წ

 " გზა დაგვილოცეთ    В добрый путь "

14 ივნის მე -4 კლასში ჩატარდა ღონისძიება  რომელშიც ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეები  დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფერი პროგრამით წარდგნენ და თავისი  ნიჭი და შესაძლებლობები  წარმოაჩინეს.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო მე-4 კლასის დამრიგებელი ქეთინო ნამორაძე. ღონისძიებას  დაწყებითი კლასის მასწავლებლები, ზოგიერთი მშობელი და სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება დავიწყეთ სიმღერით სამშობლოზე " სად არ ვიყავ" ყველაზე საიტერესო იყო პატადა დადგმები . პირველი დადგმა იყო ორ სახელმძღვანელოს მფლობელზე: ერთი მოსწავლე უვლიდა და სუფთათ ხმარობდა თავის სასკოლო ნივთებს და მეორე მოსქავლე არ უვლიდა და დახეული და გატეხილი სასკოლო ნივთებით მუშაობდა. მოსწავლეები დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით იყნენ ჩართულები.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს და მიართვეს თაიგულები ყველა იმ პედაგოგს ვინც ასწავლიდა ამ ოთხი წლის განმავლობაში.












понедельник, 3 июля 2023 г.

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე!

 პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში. ამ დღეს, აუცილებელია, ვისაუბროთ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თითოეული ჩვენგანის როლზე.

არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ იმაზე, რომ არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ომის სავალალო შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშნველოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით,

2023 წლის  პირველ ივნისს დმანისის  საჯარო სკოლის IVკლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება  „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღე“, რომელშიც გარდა მეოთხე  კლასებისა მონაწილეობას ღებულობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, ისინი ჩართული იყვნენ შეჯიბრში ასფალტზე ხატვა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.ღონისძიების მსვლელობისას  მოსწავლეებმა ისაუბრეს ბავშვთა დაცვის საერთაშრისო დღის შემოღებაზე , დროშის ფერზე, რომლის ცენტრში გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურა. გამართეს საზეიმო კონცერტი. დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორი მიესალმა და მიულოცა ეს დღე.
  მიმაჩნია , რომ მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა. თითქმის ყველა აქტივობის განხორციელება მოხდა გეგმის მიხედვით. ამ პროექტში ყველაზე წარმატებული  იყო ასვალტზე , იმიტომ რომ მოსწავლეებმა აქ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინეს. 
      ამ პროექტით მოსწავლეები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს, ისწავლეს ურთიერთპატივისცემა,  დაფასება, თანადგომა.